ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროსაბჭოს გენმდივნის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება, საქართველოც მოხვდა.

„საქართველოში ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი მაუწყებლის მესაკუთრესთან დაკავშირებით არსებული დავა დასრულდა იმით, რომ სასამართლომ გადაწყვიტა ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლა და დროებითი მმართველების დანიშვნა“, – წერია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ნახსენებია „იდენტობის“ საქმე და ლგბტ საზოგადოების წევრების აქციაზე განვითარებული მოვლენები.

„ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ ვერ შეასრულა მოვალეობა დაეცვა დემონსტრანტები ძალადობისგან. საქმეში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა ვერ შეძლეს ადეკვატურად დაეცვათ თავდასხმის მსხვერპლი ადამიანები აქციაზე, რომელიც ლგბტ საზოგადოების წევრების უფლებების დაცვის მიზნით გაიმართა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

იტვირთბა....