„ბლუმბერგის“ ცნობით, ჩინეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყნის უმსხვილეს კრედიტორებს რეკომენდაცია მისცა, დროებით შეაჩერონ სესხების გაცემა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებსაც აშშ-მა ირანულ ნავთობთან კავშირის გამო სანქციები დაუწესა.
სანქციები შეეხო, მათ შორის, ჩინურ ნავთობტერმინალს, რომელმაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, 2025 წელს ათეულობით მილიონი ბარელი სანქცირებული ირანული ნავთობი შეიძინა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ნავთობის წარმომავლობის დასაფარად სპეციალურ სქემებს იყენებდა, მათ შორის, გემიდან გემზე გადატვირთვას.
მიმდინარე კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკინში ჩინელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჩინეთმა „რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის“ შესახებ ოთხპუნქტიანი წინადადება წარადგინა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით მიემგზავრება. ქვეყნის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრისას დონალდ ტრამპი ირანისა და ჰორმუზის სრუტის საკითხებსაც განიხილავს.

