აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თეთრი სახლი ახალ ანტიტერორისტულ სტრატეგიას აქვეყნებს, რომელშიც ევროპა ტერორიზმის „ინკუბატორად“ არის მოხსენიებული

თეთრი სახლი ახალ ანტიტერორისტულ სტრატეგიას აქვეყნებს, რომელშიც ევროპა ტერორიზმის „ინკუბატორად“ არის მოხსენიებული.

სტრატეგია სამ მთავარ საფრთხეს ასახელებს: ნარკოტერორისტები და ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები, ისლამისტური ტერორიზმი და ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემისტები, მათ შორის ანარქისტები და ანტიფაშისტები.

დოკუმენტი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გაზარდონ ანტიტერორისტული ძალისხმევა“ და ნატო-ს ფარგლებში გლობალურ ოპერაციებში უფრო დიდი წილი იტვირთონ.

„როგორც დასავლური კულტურისა და ღირებულებების სამშობლომ, ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს და შეაჩეროს საკუთარი ნებაყოფლობითი დაქვეითება. ევროპას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს თავისი ინდივიდუალური და კოლექტიური ანტიტერორისტული ბედი, თუ რეალურ საფრთხეს აღიარებს და ახლავე მიიღებს ზომებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სტრატეგიაში ირანის შესახებ ნათქვამია, რომ ოპერაციებმა – „შუაღამის ჩაქუჩმა“ და „ეპიკურმა მრისხანებამ“ ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობები გაანეიტრალა.

იტვირთბა....