მედიის ინფორმაციით, ამოუცნობმა დრონებმა ღამით რუსეთის ლენინგრადის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგად კირიშიში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.
მონიტორინგის სისტემამ ლენინგრადის რეგიონში, „კირიშინეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ღამით მომხდარი თავდასხმების შემდეგ ხანძარი დაადასტურა.
„კირიშინეფტეორგსინტეზი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც ამუშავებს ნავთობს და აწარმოებს საწვავს (ბენზინი, დიზელი და მაზუთი).
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის ჩუვაშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჩებოქსარში მდებარე ქარხანა „პროგრესზე“. რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა.

