აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დღეს ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს. დღეს კი ჩვენი პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე აგვყავს, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირი-სომხეთის სამიტს, რომელიც ერევანში მიმდინარეობს.

განცხადებას ავრცელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს.

„ეს მომენტი შესაძლებელი გახდა სომხეთის მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი მიღწევების წყალობით. მათ შექმნეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ხელშესახები სარგებელი მოეტანათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესებისა და საზოგადოებებისთვის“, – წერს კოშტა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი მიმდინარეობს. სამიტზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ. სომხეთს კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

იტვირთბა....