აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჰორმუზის სრუტეში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს” – აბას არაღჩი

ჰორმუზის სრუტეში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ და არაბთა გაერთიანებული საამიროები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ისევ „ჭაობში“ არ აღმოჩნდნენ.

„მაშინ, როცა პაკისტანის ძალისხმევით მოლაპარაკებები პროგრესირებს, აშშ ფრთხილად უნდა იყოს, რომ არაკეთილმოსურნეებმა ისევ ჭაობში არ ჩაითრიონ. ასევე უნდა მოიქცეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც“, – წერს არაღჩი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ოპერაციას სიტუაცია ჩიხამდე მიჰყავს.

„პროექტი თავისუფლება პროექტი ჩიხია“, – წერს არაღჩი.

იტვირთბა....