აშშ-ს არმიამ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტები, დრონები და მცირე ზომის ნავები უვნებელყო.
შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სპეცოპრაციის მიზანი სრუტეში მიმოსვლის გათავისუფლების უზუნველყოფაა. ირანის რეჟიმის მიერ თავადასხმის მცდელობას პრეზიდენტი ტრამპიც გამოეხმაურა და დაანოსნა რომჰორმუზის სრუტეში “ჩარჩენილ” კომერციულ გემებს გამოსვლაში დაეხმარება.
“ირანმა საზღვაო მიმოსვლასთან და პროექტ თავისუფლებასთან კავშირის არმქონე ქვეყნების მიმართულებით ისროლა, მათ შორის, სამხრეთ კორეული სატვირთო გემისკენაც. ალბათ, დროა, რომ სამხრეთ კორეა მოვიდეს და მისიას შეუერთდეს! ჩვენ ვესროლეთ მცირე ზომის შვიდ გემს, ან როგორც ისინი ეძახიან, “სწრაფ” ნავებს. მხოლოდ ესღა დარჩათ. სამხრეთ კორეული გემის გარდა, სრუტეში გავლისას სხვა ზიანი არ ყოფილა. ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, დენ კეინი, ხვალ დილით პრესკონფერენციას გამართავენ.” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

