აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ისეთი რიტორიკისგან, რომელმაც შეიძლება თურქეთის „კონსტრუქციული პოზიცია“ შეარყიოს.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთი აღარ არის ძველი თურქეთი და არც მსოფლიოა შემოსაზღვრული მხოლოდ დასავლური სახელმწიფოების გავლენის სფეროთი“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, იგი გლობალური აქტორი ვერ იქნება.

„სამწუხაროდ, თურქეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიოპია კვლავ ნარჩუნდება და ეს ბლოკის საკმაოდ ბევრ ინსტიტუტში ნათლად შეიმჩნევა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....