აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების შემდეგ ბენზინის ფასები სწრაფად და მნიშვნელოვნად შემცირდება.
ტრამპის თქმით, ფასები „ისეთ დონემდე დაეცემა, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს“.
„ვხედავ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად დაიკლებს, როცა ეს დასრულდება. ძალიან სწრაფად. არსებობს ძალიან ბევრი ენერგია და ის გემებზეა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ვერ მოძრაობს, რადგან ისინი ჩაკეტილია“, – განაცხადა ტრამპმა.

