აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ სამხედრო შესაძლებლობების განვითარება გაცილებით სწრაფად შეიძლება, ვიდრე ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაკეთებდით” – იოჰან ვადეფული

მაშინ, როცა ვაშინგტონი ევროპაში სამხედრო ყოფნის შემცირებისკენ ისწრაფვის, კონტინენტმა უკრაინის მაგალითს უნდა შეხედოს და მისი თავდაცვითი ტექნოლოგიების რევოლუციიდან ისწავლოს, – Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

„ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც განახლებული მოწოდება, რომ უფრო სწრაფად განვავითაროთ და განვათავსოთ ჩვენი შესაძლებლობები, ამის გვერდის ავლა უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა ვადეფულმა.

მისი თქმით, უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ „სამხედრო შესაძლებლობების განვითარება და ხელმისაწვდომობა გაცილებით სწრაფად შეიძლება, ვიდრე ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაკეთებდით“.

გერმანიის საგარე საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ცვლილება ნატო-ს შეკავების შესაძლებლობებზე გავლენას არ მოახდენს.

„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ აშშ აფასებს ნატო-ს ღირებულებასა და მნიშვნელობას, მათ შორის საკუთარი უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ვადეფულმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯარებს გაიყვანს გერმანიიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან, რომელთა ლიდერებიც ირანის წინააღმდეგ ომის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი.

იტვირთბა....