აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანული კატარღების გასანადგურებლად ვერტმფრენები გამოიყენეს.
„იმ კატარღების გასანადგურებლად, რომლებიც კომერციულ გადაზიდვებს საფრთხეს უქმნიდა, Sea Hawk-ისა და აშშ-ის არმიის AH-64 Apache ტიპის ვერტმფრენები გამოვიყენეთ“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობისას შვიდი კატარღა გაანადგურა.

