aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როგორი შეგრძნებაა, როცა საკუთარ უნივერსიტეტში მიდიხარ პრემიერ-მინისტრის რანგში?“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მან ფინანსების სფეროში მაგისტრის ხარისხი 1998 წელს მიიღო. 18 წლის შემდეგ, პირველი ვიზიტისას უნივერსიტეტში, გიორგი კვირიკაშვილი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას მან სწავლის პერიოდი გაიხსენა:

”აქ ჩამოსვლის საკითხი საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. 1997 წელს მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში, უკვე მყავდა სამი შვილი და ერთი წლით ოჯახის დატოვება მიწევდა. ამერიკაში ჩამოსული დასაწყისში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ ქვეყანას არა მხოლოდ ვსტუმრობდი, არამედ საზოგადოების ახალი წევრიც ვხდებოდი და მნიშვნელოვან ახალ კონტაქტებს ვამყარებდი. ეს გამოცდილება განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქ ყოფნის დროს გავხდი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარული. მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით, რომლებიც პარკში იმართებოდა. რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს ურბანა-შამპეინის მკვიდრთა მეგობრული განწყობა”.

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„როგორი შეგრძნებაა, წლების მერე, საკუთარ უნივერსიტეტში რომ მიდიხარ პრემიერ-მინისტრის რანგში? „

5555

იტვირთბა....