ამერიკელები არიან და რჩებიან გერმანიის მნიშვნელოვან პარტნიორებად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ და გერმანია იზიარებენ საერთო ხედვას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.
„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი: ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს“, – აცხადებს მერცი.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა. ვადეფულის თქმით, საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ გერმანია და აშშ ერთსა და იმავე მიზანს იზიარებენ : ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტე.

