რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს – ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ინფორმაციით, გასულ ღამით უპოლოტო საფრენი აპარატებით დაიბომბა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ოდესაში დაჭრილია ორი ადამიანი.
“მტერმა კვლავ შეუტია ჩვენს ქალაქს. ხანძარი დაფიქსირდა 16-სართულიან შენობაში. დაზიანდა კიდევ ერთი მაღალსართულიანი შენობა – ხანძარი გაჩნდა მე-11 და მე-12 სართულებზე. ყველა საჭირო დახმარების სამსახური უკვე ადგილზეა“, – აღნიშნა ლისაკმა.
რუსეთის ჯარები ქალაქ ოდესას და ოდესის ოლქს პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ. სამიზნეებს შორისაა საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები.

