ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 470 ჯარისკაცი დაკარგა – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია – 7 ტანკი; 7 ჯავშანტექნიკა; 119 საარტილერიო სისტემა; 1 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1327 დრონი; 375 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი; 2 სპეციალური აღჭურვილობა და 2 ვერტმფრენი.
გენშტაბისვე ცნობით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მტრის ჯამური დანაკარგებია: 1330290 ჯარისკაცი; 11901 ტანკი; 24493 ჯავშანტექნიკა; 40944 საარტილერიო სისტემა; 1756 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1356 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 435 თვითმფრინავი; 263360 დრონი; 4579 ფრთოსანი რაკეტა; 33 გემი/ნავი; 92606 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი; 4148 სპეციალური აღჭურვილობა; 352 ვერტმფრენი და 2 წყალქვეშა ნავი.

