აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ ძალების მიმართ, საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ, კარდაკარ რომ დაიწყეს სიარული” – დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე

[ოპოზიციის წარმომადგენლები] ფრთხილად იყვნენ – კარდაკარ რომ დაიწყეს სიარული, იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ ძალების მიმართ, რომ საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „ოპოზიციურ ალიანსზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დავალებებს უცხოეთიდან იღებს და „ეს არის ფასადური, შექმნან ილუზია, თითქოს, ისინი ხალხს ხვდებიან”.

„შიგნით, ალიანსში და ზოგადად, რადიკალურ ოპოზიციაში ის, რომ არ არსებობს ერთიანი აზრი, არაა გასაკვირი. ურთიერთმოძულე და საკუთარი სამშობლოს მოძულე ადამიანები როგორ შეიძლება გაერთიანდნენ, როდესაც მით უმეტეს, საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამიტომაც ხდება ეს დაპირისპირება, ალიაქოთი. ეს არაერთხელ გვინახავს. საბოლოო ფინალი კვლავ იქნება ის, დომ ვითომ შემდგარი ფანჩატური ისევე ჩამოიშლება, როგორც იყო მანამდე,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

იტვირთბა....