აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს კომიკური მდგომარეობიდან” – ირაკლი კობახიძე

მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას შეეხებოდა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკლებად აქვს სუბიექტური ინტერესი, ინტერესის საგანია, როდის შეძლებს გამოსვლას გერმანული ბიუროკრატია მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან.

„ვნახოთ, ინტერესით ველოდებით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის. ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.

იტვირთბა....