აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-მა ირანის „ჩრდილოვანი საბანკო სისტემის“ ხელშემწყობი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მა ირანის „ჩრდილოვანი საბანკო სისტემის“ ხელშემწყობი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, – ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები 35 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ დააწესა, რომლებიც ირანის „ჩრდილოვანი საბანკო არქიტექტურის“ ზედამხედველობას ახდენენ და ირანის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნით მილიარდობით დოლარის გადარიცხვას ხელს უწყობენ.

„აღნიშნული ქსელები ირანის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალებას აძლევს“, – ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ბანკები გააფრთხილა, რომ თავი შეიკავონ ისეთ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობისგან, რომლებიც ირანის მთავრობას ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის თანხას ურიცხავენ და მათ სანქციების დაწესებით დაემუქრა.

„ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა მისი შეიარაღებული ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ისეთ საქმიანობას, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობას ხელს უშლის და ახლო აღმოსავლეთში ძალადობას ხელს უწყობს“, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

იტვირთბა....