ტრამპთან უთანხმოების გამო კიევში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული ჯული დევისი თანამდებობას ტოვებს.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, დევისი თანამდებობას დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირებით გამოწვეული იმედგაცრუების გამო დატოვებს.
გამოცემის ცნობით, დიპლომატმა საგარეო საქმეთა დეპარტამენტს აცნობა, რომ 30 წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ დიპლომატიური კარიერის დასრულებას გეგმავს.
უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობის დატოვების შესახებ 2025 წლის აპრილში განაცხადა. მედიის ცნობით, მან თანამდებობის დატოვება ტრამპის ადმინისტრაციასთან მზარდი უთანხმოების გამო გადაწყვიტა. ამის შემდეგ ჯული დევისი, რომელიც ადრე კვიპროსში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა, უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული გახდა.

