ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაუთმო

საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარის მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის დავის ობიექტი იყო. ამის შესახებ თურქული გამოცემა „Daily Sabah“-ი წერს.

თურქული გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ქართულ და თურქულ მხარეებს შორის გასულ კვირას შედგა. თურქული გამოცემის ცნობით, საქართველომ თურქეთს გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელიც თურქეთის პროვინცია არტაანის ნაწილი იყო და 70-იან წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. Daily Sabah წერს, რომ არტანის დაბრუნება საბჭოთა ლიდერს სტალის სურდა გასული საუკუნის 40-იან წლებში.

“მეტრონომი” საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა მარინე ნარჩემაშვილმა განაცხადა, სამინისტრო აღნიშნულ ფაქტზე მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.

იტვირთბა....