აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მზად ვართ, ჩვენი თავდაცვითი შეიარაღების შესაძლებლობები დამოუკიდებელ ქვეყნებს გავუზიაროთ” – ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, რეზა ტალაეი-ნიკის განცხადებით, ირანი მზადაა, თავისი თავდაცვითი შეიარაღების შესაძლებლობები დამოუკიდებელ ქვეყნებს, განსაკუთრებით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრებს, გაუზიაროს, – ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები გამართა რუს და ბელარუს თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც ორივე ქვეყანამ თეირანთან თანამშრომლობის გაგრძელების ვალდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ცნობისთვის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები არიან : რუსეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

იტვირთბა....