აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში დრონებმა საზღვაო ტერმინალსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ორი საათის განმავლობაში ათზე მეტი ხმამაღალი აფეთქების ხმა გაიგონეს.

ამასთან, ერთ-ერთ რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

რუსულმა „ტელეგრამ“ არხმა Astra-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმხილველების ვიდეოჩანაწერების ანალიზის თანახმად, თავდასხმის შედეგად ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში ხანძარი ნამდვილად გაჩნდა.

იტვირთბა....