გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უფლებები და თავისუფლებები დაცული უნდა იყოს და მხარეებს სრუტის გახსნისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ მხარეებს: გახსენით სრუტე. მიეცით გემებს საშუალება გაიარონ. არანაირი გადასახადი. არანაირი დისკრიმინაცია. მიეცით საშუალება ვაჭრობა განახლდეს. მიეცით საშუალება გლობალურ ეკონომიკას ისუნთქოს“, – წერს გუტერეში სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო, შეუფერხებელი გავლა ეკონომიკური და ჰუმანიტარული აუცილებლობაა.

