ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი უახლოეს თვეებში საქართველოს ეწვევა, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა შულცთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მარტინ შულცი საქართველოს ქართული მხარის მოწვევით ესტუმრება.
„მიხარია, რომ ბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ჩვენი მოწვევა და მომდევნო თვეებში საქართველოს ეწვევა. მჯერა, რომ ევროპარლამენტიდან კარგ ამბებს ჩამოიტანთ”, – მიმართა დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე შულცს.