აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ორკვირიანმა საზღვაო ბლოკადამ ირანის პორტებში 38 გემის შესვლა და გასვლა შეაჩერა.
„ამერიკულმა ძალებმა 38 გემს უბრძანეს, გზა შეეცვალათ ან პორტში დაბრუნებულიყვნენ“,- აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ სიციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებაში არ არის მითითებული, კონკრეტული ადგილმდებარეობები, სადაც გემები შეაჩერეს.
ცნობისთვის, გასულ კვირას ამერიკულმა ძალებმა ინდოეთის ოკეანეში ირანის „ჩრდილოვან ფლოტთან” დაკავშირებულ ტანკერებში ჩხრეკა ჩაატარეს.

