რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 810 ჯარისკაცი დაკარგა – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინელებმა 24 საათის განმავლობაში გაანადგურეს ოკუპანტების 26 საარტილერიო სისტემა; 4 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 4 ჯავშანმანქანა; 128 მანქანა და საწვავის ტანკერი.
საერთო ჯამში, ომის დასაწყისიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1,326,460 სამხედრო დაკარგა, ამავე პერიოდში უკრაინის მიერ განადგურებულია ოკუპანტების: 11,892 ტანკი; 24,467 ჯავშანტექნიკა; 40,737 საარტილერიო სისტემა; 1,753 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1,354 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 435 თვითმფრინავი; 350 ვერტმფრენი; 259,219 დრონი; 4,579 ფრთოსანი რაკეტები; 33 გემი; 2 წყალქვეშა ნავი; 91,710 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი.

