აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის ციხეში გარდაიცვალა პოლიტპატიმარი, რომელსაც პატიმრობა სოცქსელში დაწერილი კომენტარის გამო ჰქონდა მისჯილი

რუსეთის ციხეში 64 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტპატიმარი ოლეგ ტირიშკინი, რომელსაც პატიმრობა სოცქსელში დაწერილი კომენტარის გამო ჰქონდა მისჯილი – როგორც რუსული მედია აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, მისი გარდაცვალების მიზეზი “გულის პრობლემებია”. ტირიშკინს 2-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი სოცქსელში დაწერილი იმ კომენტარის გამო, რომელიც 2004 წელს ახმატ კადიროვის დაღუპვას ეხებოდა.

ცნობილია, რომ მხოლოდ აპრილში ეს რუსეთის ციხეში პოლიტპატიმრის სიკვდილის მესამე შემთხვევაა – 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში დაწერლილი კომენტარის გამო დაპატიმრებულმა 53 წლის მხატვარმა ანდრეი აკუზინმა ციხეში თავი მოიკლა, 17 აპრილს კი მედიამ დაწერა, რომ 43 წლის ვეგან ქრისტოლუბ ბოჟიმ ვორონეჟის ჯოლონიაში სიცოცხლე თვითნმკვლელობით დაასრულა.

იტვირთბა....