აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე ორჯერ სახიფათოდ გადაუჭრეს გზა ბრიტანულ თვითმფრინავს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე ორჯერ სახიფათოდ გადაუჭრეს გზა ბრიტანულ თვითმფრინავს.

“გასულ თვეში, შავი ზღვის თავზე რუსულმა ორმა გამანადგურებელმა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების (RAF) „Rivet Joint“-ის ტიპის თვითმფრინავს გზა არაერთხელ, სახიფათოდ გადაუჭრა.

რუსული „Su-35“ ტიპის ერთ-ერთი თვითმფრინავი იმდენად ახლოს მიფრინდა, რომ „Rivet Joint“-ზე საგანგებო სისტემები აამუშავა და ავტოპილოტის სისტემის გათიშვა გამოიწვია.

კიდევ ერთი სახიფათო გზაჭრისას, რუსულმა „Su-27“-მა ბრიტანული საჰაერო ხომალდის წინ ექვსი მანევრი შეასრულა და „Rivet Joint“-ის ცხვირიდან სულ რაღაც ექვსი მეტრის მანძილზე ჩაუარა.

„Rivet Joint“-ის ტიპის თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გეგმურ ფრენას ახორციელებდა და ის უიარაღო იყო, რაც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოკავშირეებთან ერთად დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული მუშაობის ნაწილია.

რუსეთის სახიფათო ქმედებების მიუხედავად, ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ეკიპაჟმა მთელი ამ დროის განმავლობაში სიმშვიდე და პროფესიონალიზმი შეინარჩუნა და დაგეგმილი ფრენა დაასრულა.

ამ კვირაში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დემარშით მიმართეს რუსეთის…

ეს ინციდენტი რუსი პილოტების მიერ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოძრავი უიარაღო თვითმფრინავის მიმართ სახიფათო და მიუღებელი ქცევის კიდევ ერთი მაგალითია. ეს ქმედებები ავარიებისა და პოტენციური ესკალაციის სერიოზულ რისკს ქმნის…

მინდა ნათლად ვთქვა: ეს ინციდენტი ხელს არ შეუშლის დიდი ბრიტანეთის მზაობას დაიცვას ნატო, ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი ინტერესები რუსული აგრესიისგან” – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ.

იტვირთბა....