აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლატვიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონი შევიდა

ლატვიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონი შევიდა. ინფორმაციას არმია ავრცელებს.

სამხედროების თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამჟამად, სულ მცირე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფება.

მანამდე, ლატვიის სამხედროებმა შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს  ლუძის,  კრასლავისა  და  რეზეკნეს მხარეების მოსახლეობა.

მათ მოქალაქეებს ურჩიეს, დარჩნენ შენობებში და დახურონ ფანჯრები.

„თუ შეამჩნევთ დაბალ სიმაღლეზე მფრენ, საეჭვო ან საშიშ ობიექტს, ნუ მიუახლოვდებით მას და დარეკეთ ნომერზე 112-ზე. საფრთხის დასრულების შესახებ დამატებით შეგატყობინებთ“, – აცხადებენ სამხედროები.

იტვირთბა....