ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დღეს დილით რუსეთში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, აბას არაღჩი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
რუსეთში ირანის ელჩის, ქაზემ ჯალალის თქმით, შეხვედრის დროს მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კოორდინაციას და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი პროგრამების ხელშეწყობას განიხილავენ.
გარდა ამისა, ირანული მედიის ცნობით, არაღჩი შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და კონსულტაციებს გამართავს მოლაპარაკებების მდგომარეობასა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე.

