აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინის რეიტინგის კლება მეშვიდე კვირაა გრძელდება

რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახური VCIOM [ВЦИОМ] თავის გამოკითხვებში ზედიზედ მეშვიდე კვირაა პუტინის საქმიანობის მოწონების რეიტინგის კლებას აფიქსირებს.

პარასკევს გამოქვეყნებული ყოველკვირეული გამოკითხვის შედეგების თანახმად, პუტინის მოწონების რეიტინგი ერთ კვირაში 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 65.5%-ს მიაღწია.

პუტინის რეიტინგის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ოთხ წელზე მეტი ხნის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო.

კლებულობს პუტინის ნდობის რეიტინგიც. დადებითად ამ პუნქტს გამოკითხულთა 71%-მა გასცა პასუხი, რაც წინა კვირასთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

იტვირთბა....