აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 2027 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ პოლიტიკიდან წავა

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 2027 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ პოლიტიკიდან წავა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

„მე პოლიტიკაში ადრე (პრეზიდენტობამდე) არ ვიყავი ჩართული და არც შემდეგ ვიქნები ჩართული“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, მეორე ხუთწლიანი ვადის ყველაზე რთული ნაწილი თავისი მიღწევების დაცვა იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მან „პოლიტიკური მოძრაობა შექმნა და შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა“, რადგან ყოველთვის დაინტერესებული იყო თავისი ქვეყნის ცხოვრებით და სურდა, რომ მისი იდეები განხორციელებულიყო.

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2017 წლის მაისში დაიკავა, ხოლო 2022 წლის აპრილში იგი მეორე ვადით აირჩიეს.

იტვირთბა....