აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 ჰექტარზე გავრცელებულ ტყის ხანძარს ებრძვიან

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან.  მედიის ცნობით, ხანძარი ივატეს პრეფექტურის მთიან რაიონში გაჩნდა.

სტიქიის გამო დასახლებული პუქნტებიდან 2 500-ზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძარი ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 400 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.

ამ დროისთვის ხანძრის სრულად ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას 700-მდე მეხანძრე და 13 თვითმფრინავი ცდილობს.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იტვირთბა....