მოჯთაბა ხამენეიმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლებს გადააბარა – ამის შესახებ The New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ირანის ახალი სულიერი ლიდერი ამ ეტაპზე საჯაროდ ვერ ჩნდება და სრულფასოვნად ვერ იწყებს მუშაობას, რადგან მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. მიუხედავად ამისა, წყაროების თქმით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი გონების სიცხადეს ინარჩუნებს.
გავრცელებული ცნობებით, მოჯთაბა ხამენეის ერთ ფეხზე უკვე სამჯერ ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად პროთეზის გაკეთებას გეგმავს.

