ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელზე იერიში მიიტანა.
მათივე ცნობით, ისრაელმა ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმები ჩაახშო.
თავდასხმის გამო ისრაელის შტულას რაიონში სირენების ხმა ისმოდა. ისრაელის მიმართულებით იერიშს ადასტურებს „ჰეზბოლაც“.
მოგვიანებით ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ლიბანში იმ ობიექტებზე მიიტანეს იერიში, საიდანაც შტულას მიმართულებით რაკეტების გაშვება მოხდა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამი კვირით გაგრძელდა. ტრამპის თქმით, ამასთან, შეერთებული შტატები ლიბანს „ჰეზბოლასგან“ თავის დაცვაში დახმარება.
ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება თავდაპირველად 16 აპრილს შევიდა ძალაში და 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები მაინც გაგრძელდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

