აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ლიბანში გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტა 100%-ით გარანტირებული არ არის” – გაერო-ში ისრაელის ელჩი

ლიბანში გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტა 100%-იანი არ არის, ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გულწრფელი უნდა ვიყოთ. მოგეხსენებათ, ლიბანის მთავრობას არ აქვს კონტროლი „ჰეზბოლაზე“ და „ჰეზბოლა“ რაკეტებს აგზავნის ცეცხლის შეწყვეტის საბოტაჟის მიზნით. ჩვენ კი, ისრაელმა, უნდა ვუპასუხოთ. ყოველთვის, როცა საფრთხეს ვხედავთ, ზომებს ვიღებთ“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, შეთანხმება იმაზე უკეთესია, ვიდრე ადრე არსებობდა, თუმცა გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტა 100%-ით გარანტირებული არ არის.

„მნიშვნელოვნად უკეთესი სიტუაციაა. ეს 100%-იანი არ არის. იმედი მაქვს, რომ ლიბანის სამხედროები რეალურად შეძლებენ ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებას და აღსრულებას“, – აღნიშნა დიპლომატმა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ გადაწყვეტილება ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურ პირებს შორის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრას მოჰყვა.

იტვირთბა....