რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ პანკინის ცნობით, რუსეთმა ოფიციალური მიწვევა მიიღო, თუმცა დასწრების შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„უმაღლეს დონეზე მოწვევა არსებობს, მაგრამ ამას სამიტის თარიღის მოახლეობისას განვიხილავთ. ღმერთმა იცის, იქამდე რა მოხდება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტი ქალაქ მაიამიში 14-15 დეკემბერს არის დაგეგმილი.

