აშშ-მა ირანული დრონების წინააღმდეგ უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ხუთ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის სამხედროებმა საუდის არაბეთში მდებარე საკვანძო საჰაერო ბაზაზე უკრაინული პლატფორმა Sky Map-ი ამოქმედდა, აღნიშნული სისტემა კი გამოიყენება შემომავალი დრონების აღმოჩენისთვის, საფრთხის რუკაზე ასახვისთვის და საპასუხო შეტევების კოორდინაციისთვის. გამოცემა წერს, რომ პრინც სულთანის ავიაბაზაზე უკრაინული სამეთაურო პლატფორმის, Sky Map-ის განთავსება, რის შესახებაც აქამდე ცნობილი არ იყო, იმის ნიშანია, თუ რამდენად დაწინაურდა უკრაინა დრონებისა და მათი საწინააღმდეგო ტექნოლოგიების სფეროში რუსეთთან ოთხწლიანი ომის პირობებში.
Reuters-ის ინფორმაციით, ბაზაზე უკრაინელი სამხედროებიც ჩავიდნენ, რათა ამერიკელი სამხედროები Sky Map-ის გამოყენებაში მოამზადონ. ეს სისტემა უკრაინაში ფართოდ გამოიყენება რუსული საჰაერო საფრთხეების, მათ შორის ირანული Shahed-ის ტიპის დრონების აღმოსაჩენად და საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად.

