აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სლოვაკეთში “დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განახლდა

სლოვაკეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება განახლდა, – ამის შესახებ სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ განაცხადა.

დენისა საკოვას ცნობით, სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება ხუთშაბათს, 2:00 საათზე აღდგა.

„ამჟამად ნავთობის მიღება შეთანხმებული გეგმის მიხედვით ხორციელდება“, – განაცხადა სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინამ გამოაცხადა, რომ „დრუჟბას“ ნავთობსადენი აღადგინა და ნავთობის ტრანზიტი განახლდა. მოგვიანებით, უნგრეთმა დაადასტურა, რომ ნავთობსადენის გავლით ნავთობის მიწოდება აღდგა.

იტვირთბა....