უკრაინელებმა რუსეთში, სამარაში ნავთობის ქარხანა დაბომბეს – Telegram არხებზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმის შესახებ გავრცელდა ცნობები ქალაქ კსტოვოდანაც – უკრაინული Telegram არხების ცნობით, ქალაქში, თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრისა და დაკვამლიანების დანახვა რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც იყო შესაძლებელი.

