აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი ჯონ ფელანი თანამდებობას დაუყოვნებლივ ტოვებს, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ფელანის გათავისუფლების მიზეზი არ დაასახელა.

გამოცემის წყაროების ცნობით, ბოლო დროს აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტსა და სამხედრო-საზღვაო ძალების მდივან ჯონ ფელანის შორის ურთიერთობა გაუარესდა.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ჰეგსეტსა და ფელანის რამდენიმე საკითხზე უთანხმოება ჰქონდათ, კერძოდ, ფელანის გათავისუფლების მთავარი მიზეზი გემთმშენებლობის მიმართ მისი მიდგომა იყო.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის მოვალეობას ფელანის მოადგილე, ჰანგ ჩაო შეასრულებს.

ცნობისთვის, ფელანის გათავისუფლება პენტაგონის შემადგენლობაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიდან ერთ-ერთია. მიმდინარე თვის დასაწყისში პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი რენდი ჯორჯი გაათავისუფლა.

იტვირთბა....