აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედიის ცნობით, ისრაელი და ლიბანი დღეს მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ

ისრაელი და ლიბანი დღეს მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართება.

ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ელჩების დონეზე მოლაპარაკებები „ემყარება ისრაელის აგრესიის სრულ შეჩერებას, ლიბანის ტერიტორიებიდან ისრაელის გაყვანას, პატიმრების დაბრუნებას, არმიის საერთაშორისო საზღვრებზე განლაგებას და ამ ომის დროს დანგრეული ტერიტორიების აღდგენის დაწყებას“.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელიც 16 აპრილს შევიდა ძალაში.

იტვირთბა....