აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტისთვის, ქალები წინდებს ქსოვდნენ, აგზავნიდნენ ფრონტზე, ამაშია ერთობა და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვებების წარმატება” – ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინმა რუსეთს ყველა მოქალაქეს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების წარმატებისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ შეადარა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მეორე მსოფლიო ომს.

„დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩვენი მცველებისთვის, მაგრამ ისინი არ აკეთებდნენ მხოლოდ ტანკებს, თვითმფრინავებს და ჭურვებს. ბავშვები, ბებიები, ქალები წინდებს ქსოვდნენ, აგზავნიდნენ ფრონტზე ამანათებს და საჩუქრებს. აი, ამაშია ერთობა და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვებების წარმატება. ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, „ლევადა ცენტრის“ ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს უკრაინასთან მოლაპარაკებებს. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 67%. ამასთან ერთად, შემცირდა უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერთა რაოდენობა. საომარ მოქმედებების გაგრძელებას გამოკითხულთა 24% ემხრობა

იტვირთბა....