ახალი ამბები საზოგადოება ჯანდაცვა

მხოლოდ 1150 ლარი და 6 შვილის დედა შეიძლება გადარჩეს

 

„აზრზე ხართ? ექვსი შვილის დედა შეიძლება იმის გამო მოკვდეს რომ 1150 ლარი ვერ იშოვეს“ – წერს ფეისბუქმომმხარებელი აკა სინჯიკაშვილი:

„ეხლა რა ხდება, ეს გუშინ რომ ვიყავი ის ექვსი ბავშვია. ამათ დედას ის უკურნებელი სჭირს, მაგრამ გაირკვა რომ პირველი სტადიაა და ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება გამოჯანმრთელდეს. ვკითხე ოპერაციას რამდენი უნდა თქო და ქმარს ცრემლი ჩამოუგორდა ძალიან ბევრიო. თურმე ეს “ძალიან ბევრი” არის სულ 1150 ლარი. დანარჩენს საყოველთაო დაზღვევა იხდის.

აზრზე ხართ? ექვსი შვილის დედა შეიძლება იმის გამო მოკვდეს რომ 1150 ლარი ვერ იშოვეს.

მოკლედ, გაცილებით სერიოზული დავალება გვაქვს – სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ! მე ვატარებ ონკოლოგიურში, ოპერაციაზეც მე ვიქნები, ყველანაირ ყურადღებას მივაქცევ. თქვენ ფულის მოგროვებაში მომეხმარეთ. მოგროვილი ფულიდან 320 ლარი კიდევ მაქვს, ასე რომ სულ 830 ლარი გვაქვს მოსაგროვებელი.

გაავრცელეთ როგორც შეძლებ, ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს

ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

იტვირთბა....