აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-მა კუბის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს” – ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, კუბის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადა შეწყვიტოს, – Clash Report-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა განაცხადა.

“აშშ-ის მიერ 60-წელზე მეტი ხნის წინ დაწესებულმა ბლოკადამ და უკანონო სანქციებმა კუბელ ხალხს უდიდესი ტანჯვა მოუტანა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კუბის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადა, იძულება და ზეწოლა,’’ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, „ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს კუბას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში’’.

ცნობისთვის, აშშ-ს კუბაზე ათწლეულების განმავლობაში ემბარგო აქვს დაწესებული. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო თვეებში კუნძულზე ზეწოლა გააძლიერა. საწვავის ბლოკადამ კუნძულის ენერგეტიკული კრიზისი გაამწვავა და მის ისედაც მყიფე ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.

იტვირთბა....