აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლონდონში 30-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო ექსპერტი შეიკრიბება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე იმუშაონ

დღეს და ხვალ ლონდონში 30-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო ექსპერტი შეიკრიბება, რათა ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე იმუშაონ. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ჯონი ჰილი ავრცელებს.

„ჩვენი ამოცანაა დიპლომატიური კონსენსუსის გარდაქმნა ერთობლივ გეგმად, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება და მხარი დავუჭიროთ გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორი დღის განმავლობაში რეალურ პროგრესს მივაღწევთ“, – აღნიშნა ჯონი ჰილიმ.

ცნობისთვის, გასულ კვირას პარიზში ჰორმუზის სრუტის საკითხის განსახილველად საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეიკრიბნენ. მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერებმა აღნიშნეს, რომ სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველსაყოფად ერთობლივ საზღვაო მისიას დაიწყებენ.

იტვირთბა....