აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებს, რამდენიმე დღეში ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი შეივსება და ირანული ნავთობის ჭაბურღილები დაიხურება” – სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებენ და ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი რამდენიმე დღეში შეივსება.

„როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, აშშ-ის საზღვაო ძალები გააგრძელებენ ირანის პორტების ბლოკადას. რამდენიმე დღეში ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი შეივსება და ირანული ნავთობის ჭაბურღილები დაიხურება“, – დაწერა ბესენტმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას, რათა სისტემატურად შეამციროს თეირანის სახსრების გენერირების, გადაადგილებისა და რეპატრიაციის უნარი.

„ირანის საზღვაო ვაჭრობის შეზღუდვა პირდაპირ რეჟიმის შემოსავლების ძირითად წყაროებს ურტყამს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას „ეკონომიკური მრისხანების“ გზით, რათა სისტემატურად შეამციროს თეირანის სახსრების გენერირების, გადაადგილებისა და რეპატრიაციის უნარი“, – აღნიშნა ბესენტმა და დასძინა, რომ ისინი, ვინც ირანს ეხმარება, სანქციების მიმართ დაუცველები არიან.

ცნობისთვის, ირანის ენერგიის წარმოების ძირითადი ნაწილი ხარგის კუნძულზე ხორციელდება.

იტვირთბა....