ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის მაჰდი მოჰამადის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაფერს ნიშნავს და რომ თეირანმა სამხედრო გზით უნდა უპასუხოს.
„დამარცხებულ მხარეს პირობების კარნახი არ შეუძლია“, – აღნიშნა მაჰდი მოჰამადიმ.
მან აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის გაგრძელებას ალყა უწოდა და განაცხადა რომ ეს „არაფრით განსხვავდება დაბომბვისგან“.
მოჰამადის თქმით, ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივება „მოულოდნელი დარტყმისთვის დროის მოსაგები ხრიკია“.
„დადგა დრო, რომ ირანმა ინიციატივა აიღოს“, – აღნიშნა მაჰდი მოჰამადიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანის თხოვნით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაახანგრძლივა.

