აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯეი დი ვენსის პაკისტანში ვიზიტი გაუქმდა

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„პირადი შეხვედრების შესახებ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას თეთრი სახლი გამოაცხადებს“, – განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსი ირანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად პაკისტანში ჩავიდოდა.

ვიზიტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელებას დათანხმდა.

იტვირთბა....