ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

“ფინსერვისი“ ბოტანიკური ბაღის თემაზე განცხადებას ავრცელებს

 

შპს “ფინსერვისი XXI” ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიის გაცვლის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით გაცვლის ინიციატორი კომპანია “ფინსერვისი“ იყო.

“შპს ფინსერვისი XXI“-მა (ს/კ 205030214) მიმართა ქალაქ თბილისის მერიას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების, ე.წ. „წითელი ხაზების“ კორექტირების თხოვნით, რომლის თანახმად, აღმოიფხვრა ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთთან გადაფარვა და ფართობების უცვლელად განხორციელდა ორივე ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. შედეგად ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შპს „ფინსერვისი XXI“-ის მიერ მოვლილი, ახალი ხეებით დარგული, სარწყავი სისტემებით განაშენიანებული, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია. თავის მხრივ, ბოტანიკურმა ბაღმა შპს „ფინსერვისი XXI“-ს გადასცა ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი, ქვა-ღორღიანი ფერდობი.

შპს „ფინსერვისი XXI“-ს ქმედებით კანონი არათუ დარღვია, პირიქით, განხორციელდა ინვესტიცია ბოტანიკურ ბაღში, ვინაიდან 2007 წლიდან შპს „ფინსერვისი XXI“-მა მერიისგან შეძინილ მიწის ნაკვეთზე განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია. აღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის ირაკლი აბესაძესათვის, ვინც იმ დროს მუშაობდა თბილისის მერიაში და რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით აქტიურად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია „ფინსერვისი XXI“-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი შ.პ.ს “ფინსერვისი XXI”-ის საკუთრებაშია.

იტვირთბა....